საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში

მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით მარტვილში ჩატარდა „მე-3 საერთაშორისო ჩემპიონატი კიკბოქსინგში“.
ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს ნაკრები გუნდები, ასევე მონაწილეები იყვნენ სომხეთის რესპუბლიკიდან.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის სპორტსმენთა შორის გამარჯვებულები გახდნენ: თენგიზ ბერიშვილი, გიგლა მითაგვარია, საბა ბასილაია, ოთიკო ხურცილავა. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის დიპლომებით და თასებით.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content