კომისიების გაერთიანებული სხდომა

15 მარტს, 13:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხომათა დარბაზში, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა,სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენების და მართვის საკითხთა და ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.

სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. მარტვილის მუნიციპალიტეტს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში 2022 წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ;/მომხსენებელი- ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე; /მომხსენებელი- ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  3. ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილების შესაბამისად განსახორციელებელი სამუშაოების მოწონების თაობაზე. /მომხსენებელი- ზურაბ მელიავა, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  4. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული ანგარიშის შესახებ; /მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-   ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  5. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის ანგარიშის შესახებ; /მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით-   ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  6. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში; /მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
  7. ,,მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების   თაობაზე”   მარტვილის  მუნიციპალიტეტის   საკრებულოს   2014  წლის 21 ნოემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ. /მომხსენებელი-შალვა ბახია, საკრებულოს ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და         სივრცით-   ტერიტორიული დაგეგმარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content