17 მარტის ბიუროს სხდომა

17 მარტს, 11:00 სთ-ზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.

ბიურომ დაამტკიცა დღის წესრგით გათვალისწინებული ის საკითხები, რომელიც 17 მარტს საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავიდა განსახილველად.

დღის წესრიგი:

1. ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების დამტკიცების  შესახებ“  საქართველოს  მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №654 დადგენილების    შესაბამისად     განსახორციელებელი  სამუშაოების მოწონების თაობაზე;

/მომხსენებელი – ნუგზარ ცანავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მ/შ/

2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;

/მომხსენებელი – ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/

3. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირების (პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების-სამსახურის უფროსების) ანგარიშის შეფასება 2022 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;

/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/

4. სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის საჯარო სკოლისთვის ეთერ შავდიას სახელის მინიჭების შესახებ.

/მომხსენებელი – კახაბერ ჯგერენაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content