34 წელი 9 აპრილის ტრაგედიიდან

 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის ტრაგედია გაიხსენეს და გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს მარტვილში.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კობა დარჯანიამ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ალექსანდრე ხურცილავამ და გივი ელიავამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად პატივი მიაგეს აზა ადამიას ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები. აზა ადამიას მშობლიური სკოლის ეზოში, N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიცია და პატივი მიაგეს 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების ხსოვნას.
1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის იყო აზა ადამია. 22 წლის მარტვილელი სტუდენტი.
1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content