მარტვილის მუნიციპალიტეტში გაცვლითი პროექტი სახელწოდებით „ეკო თავგადასავალი“ (“Eco Adventures”) ჩატარდა.
პროექტში მონაწილეობა მიიღო ორი ქვეყნის, საქართველოს და ირლანდიის 14-დან 17 წლამდე ახალგაზრდებმა. მონაწილეები პროექტის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთვნენ.
ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამას 1-9 აპრილს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილმა უმასპინძლა. პროექტში მონაწილეობა მიიღო 16-მა ახალგაზრდამ მარტვილის მუნიციპალიტეტიდან და 16-მა ირლანდიის ქალაქ ქორკიდან.
პროექტი ახალგაზრდული ორგანიზაცია „ახალგაზრდობა ფოკუსში,“ Erasmus + და ირლანდიური ახალგაზრდული ორგანიზაცია “love and care for people” ორგანიზებით განხორციელდა.