მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა წარმოადგინეს მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიცია, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მებრძოლ ქალებს ეძღვნებოდა.
ღონისძიებას მერიის კუტურის სამსახურის თანამშრომლები, მოწვეული სტუმრები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.