მარტვილში დედაენის დღე აღინიშნა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში არსებული გიორგი ჭყონდიდელის სახელობის საგანმანათლებლო წრის ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მხატვრული კომპოზიციები. დედაენის დღე აღნიშნეს ასევე № 2 საჯარო სკოლაში.
ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან და მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან მურმან წოწორიასთან ერთად დაესწრო.
1978 წლის 14 აპრილს თბილისში გამართულმა მასშტაბურმა საპროტესტო გამოსვლამ ხელი შეუშალა საბჭოთა ხელისუფლებას, გაეუქმებინა მშობლიური, ქართული ენისათვის სახელმწიფო სტატუსი. სწორედ ამ საერთო სულისკვეთებამ შეუნარჩუნა უნიკალური ენა მომავალ თაობებს.
14 აპრილი, როგორც ეროვნული დღესასწაული, 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content