დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.
დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები ქალაქის ცენტრში, სპორტულ მოედნებზე და ქუჩებში. მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებების ბოლოს ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა დასკვნითი საზეიმო კონცერტი.