მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო პროფესიული თეატრის მსახიობმა და კომპოზიტორმა ზაზა კილასონიამ სიმფონიურ კონცერტი გამართა.
კონცერტზე წარმოდგენილი იყო, როგორც კლასიკური ნაწარმოებები, ასევე ვოკალური ნომრები.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.