საინფორმაციო შეხვედრა მარტვილის მერიაში

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ცენტრის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავამ გაუწია და ცენტრის საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content