სამუსიკო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კონცერტში, როგორც საფორტეპიანო განყოფილების, ასევე საგუნდო და საესტრადო განყოფილების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებს წარმოდგენილი ქონდათ საახალწლო თემებზე, საინტერესო და შთამბეჭდავი ნომრები.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ღონისძიების ბოლოს, გაერთიანებული გუნდის მოსწავლეებს, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VI ეროვნულ კონკურსში მოპოვებული მეორე ადგილის და ლაურეატის დიპლომები გადაეცათ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content