მარტვილში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
თავისუფლების ქუჩაზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
მარტვილში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
18:00 საათიდან გალა კონცერტი გაიმართება, სადაც მონაწილეობას პოპულარული ქართველი შემსრულებლები მიიღებენ: დავით მაზანაშვილის ჯგუფი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, აჩიკო ბერიძე, აჩიკო ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დათო არჩვაძე, სოფო პაპუაშვილი, სოფო ბედია, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, ელენე ფოჩხუა, ნინი შერმადინი.