ჭყონდიდობის აღნიშვნის ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ ,,საპატიო მარტვილელი”-ს ჯილდო 5 გამორჩეულ ადამიანს გადასცეს. ეს პიროვნებები არიან: თემურ მონიავა, მერაბ გაბუნია, ზაზა რუხაია, გოგი გულორდავა, იუზა ბასილაია.
დაჯილდოვდნენ წარმატებული ხელოვნები: ირაკლი სურმავა, მარინე ლაგვილავა და ამალია ჭილაია.
ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან სურმავამ და მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის წარმატებული მეწარმე ქალები დააჯილდოვეს.
ეს ქალბატონები არიან: ანა ჯგერენაია, ქეთო ნინიძე, ნათია წულაია, ელიზა კალანდია, მთვარისა დარჯანია, მზია კუბეცია, მარიამ ჩაგუნავა, ფატიმა გაზდელიანი, თამარა ქევხიშვილი და რუსუდან ბასილაია.
ქალბატონებს მადლობის სიგელი, გივი ელიავას წიგნების ორტომეული „სამეგრელო“ და სამეგრელოს ტოპონიმიკური ატლასი გადაეცათ საჩუქრად.
საღამო ჯგუფი ,,რეგიონის” კონცერტით დასრულდა.