26 მაისის დასკვნითი ღონისძიებები

დამოუკიდებლობის დღე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის საზეიმო, გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა სპორტული და კულტურული აქტივობები. მოეწყო ადგილობრივი გასტრონომიული ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე გაიმართა მოზარდ სპორტსმენთა ფესტივალი, რომელშიც მონაწილე ბავშვები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
ქალაქის ცენტში კი მარტვილის მუნიციპალიტეტის სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით საზეიმო კონცერტი მიმდინარეობდა.
დღის განმავლობაში გამართული ღონისძიებები, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების საზეიმო კონცერტით დასრულდა.

#26მაისი #ესდღეჩვენია 🇬🇪

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content