9 ივნისს, 10:30 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა უძღვებოდა.
ბიურომ დაამტკიცა დღის წესრიგით გათვალისწინებული ის საკითხები რომელიც 9 ივნისის საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავიდა განსახილველად.
- მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ს.კ. 41.09.39.483 მიწის ნაკვეთის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (5700 ლარი) 25%-ის ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (ავტომანქანა ROLBA KA 1500 ნაგავშემკრები და ავტომანქანა FAVGA 1051 ნაგავმზიდი) საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, 80%-მდე შემცირების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის ,,მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“ მიერთებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
- ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 08 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/