9 ივნისის საკრებულოს მორიგი სხდომა

9 ივნისს, 11:00 სთ-ზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ : ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ; სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი; გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი; ქეთევან ბაჩილავა, ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების განყოფილების უფროსი.
სხდომამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 9 ივნისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი – ლევან სურმავა, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე;
/მომხსენებელი-ბონდო თოფურია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მ/შ/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ს.კ. 41.09.39.483 მიწის ნაკვეთის ქირის საწყისი წლიური საფასურის ოდენობად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დასკვნით წარმოდგენილი თანხის (5700 ლარი) 25%-ის ოდენობით განსაზღვრაზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი- სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
4. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტომობილების (ავტომანქანა ROLBA KA 1500 ნაგავშემკრები და ავტომანქანა FAVGA 1051 ნაგავმზიდი) საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, 80%-მდე შემცირების შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერისთვის ,,მერების შეთანხმება კლიმატისა და ენერგეტიკის თაობაზე“ მიერთებაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
/მომხსენებელი-სიმონ რევია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი/
6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის დოკუმენტების ფორმების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 08 მაისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხსენებელი- გრიგოლ კიკალიშვილი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული განყოფილების უფროსი/
სხდომაზე მიღებულ იქნა შესაბამისი განკარგულებები და დადგენილება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content