მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, საჯარო კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საჯარო ბიბლიოთეკამ ღონისძიებას მეათედ უმასპინძლა.
მასში მონაწილეობა მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.
მონაწილეებმა მსოფლიო გენიოსების შემოქმედებიდან სხვადასხვა ამონარიდები წაიკითხეს.
ღონისძიებას მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია ესწრებოდა.