მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას კულტურის სახლში ანა კალანდაძის პოეზიის საღამო გაიმართა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული კითხვის წრის აღსაზრდელებმა (პედაგოგი მანანა ბეჭვაია) წარმოადგინეს ანა კალანდაძის ლექსები, გაიხსენეს პოეტის შემოქმედება.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, აღსაზრდელების მშობლები და პოეზიის მოყვარულები დაესწრნენ.