ახალი სასწავლო წლის დასაწყისი

15 სექტემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში 363 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content