მარტვილში ახალი წლის დღეები აღინიშნება

🌲დღეს მარტვილში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება იმართება.
🎪ქალაქის ცენტრში მოეწყო საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, აქვე შესაძლებელია ტკბილეულის და ცხელი სასმელის დაგემოვნება.
🌲🎅 საბავშვო სივრცეში პატარებს თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ეგებებიან.
გაიმართა მოსიარულე ორკესტრის შოუ და საბავშვო კონცერტები.
🌲✨საახალწლო დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება ნაძვის ხის ანთებით და გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content