🌲დღეს მარტვილში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიების მიმდინარეობისას, მარტვილსი მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.
🎪დღის მანძილზე ქალაქის ცენტრში მოწყობილი იყო საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივი მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა, აქვე შესაძლებელი იყო ტკბილეულის და ცხელი სასმელის დაგემოვნება.
🎅საბავშვო სივრცეში პატარებს თოვლის ბაბუა, ზღაპრის გმირები და ჯამბაზები ეგებებოდნენ.
გაიმართა მოსიარულე ორკესტრის შოუ და საბავშვო კონცერტები.
🌲საახალწლო დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიება ნაძვის ხის ანთებით და გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა რომელშიც მონაწილეობდნენ: დავით მაზანაშვილის ჯგუფი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, აჩიკო ბერიძე, აჩიკო ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დათო არჩვაძე, სოფო პაპუაშვილი, სოფო ბედია, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, ელენე ფოჩხუა, ნინი შერმადინი.🎼
#ახალიწლისდღეები2024