სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში საგანმანათლებლო პროცესი განახლდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მერის მოადგილესთან გივი ელიავასთან და მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ პაშა გულორდავასთან ერთად, სასწავლო წლის დაწყება კიწიის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. კიწიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სწავლა ახლადრეაბილიტირებულ სკოლაში განაახლეს. სკოლას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით სრული რეაბილტაცია ჩაუტარდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს და ტალერის საჯარო სკოლების პირველკლასელებს ტალერის მკვიდრმა, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა, მათემატიკოსმა ივლიანე ნაჭყებიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან ერთად, საჩუქრად წიგნები გადასცა.
მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მონაცემებით წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში 297 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეს სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოები, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წიგნების სრული კომპლექტი და პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content