15-17 სექტემბერს მარტვილის დადიანების სასახლემ, მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების მხარდაჭერით კამერული მუსიკის IX ფესტივალს უმასპინძლა.
საფესტივალო კონცერტები რეზიდენციის ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
კამერული მუსიკის ფესტივალს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, მერის მოადგილე გივი ელიავა, მეუფე სტეფანე, მოწვეული სტუმრები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები ესწრებოდნენ.
15 სექტემბერი:
ქართული კამერული ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა:
გიორგი ჩუბინიშვილის რომანსები – ეკა მამალაძე და ნინო გულიაშვილი. მოდერატორი – შიო აბრახამია.
ქართული საკვარტეტო მუსიკა – თბილისის სიმებიანი კვარტეტი “იბერი”.
16 სექტემბერი:
საფორტეპიანო მუსიკა. ნორჩი ქართველი ტალანტები:
“ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები – გიორგი მარიამიძე, ამირან მარიამიძე, რეზი მარშანია. მარტვილის სამუსიკო სკოლის მოსწავლე- უტა ბაჩილავა.
17 სექტემბერი: სიმფონიური მუსიკა.
გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო). დირიჟორი ლევან ჯაგაევი. ხელმძღვანელი მირიან ხუხუნაიშვილი.