ჭყონდიდლობასთან დაკავშირებით მარტვილში მთელი დღის განმავლობაში გასართობი და სპორტული ღონისძიებები მიმდინარეობს.
დღესასწაულს საქართველოს ვიცე-პრემიერი/თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯია, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებიან. დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები სტუმრობენ.
მარტვილის ცენტრში მთავარ სცენაზე ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების და საჯარო სკოლებთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. სადაც სკოლის ღვაწლმოსინი და ახალგაზრდა პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს შესაძლებლობა ქონდათ დაეთვალიერებინათ კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები (პედაგოგი ამალია ჭილაია), ღონისძიებაზე წარმოდგენილ იქნა ხელთნაკეთი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოფენა-გაყიდვა; ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. კომპლექსური სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩატარდა სპორტული ღონისძიებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში. საფეხბურთო სკოლის საწვრთნელ ბაზაზე სამოყვარულო ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა. მარტვილის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სკოლამდელი დაწესებულებების ცენტრის წარმომადგენლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო.
ჭყონდიდლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება. მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია საპატიო მარტვილელებს დააჯილდოებს. შემდეგ კი მარტვილელების განწყობაზე იზრუნებს ჯგუფი „ურსა“.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: