მარტვილში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართული ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდა.
საკონცერტო პროგრამით მსმენელების წინაშე პოპულარული ქართველი შემსრულებლები წარსდგნენ: დავით მაზანაშვილის ჯგუფი, გიგა ჯალაღონიას ტრიო, აჩიკო ბერიძე, აჩიკო ცანკაშვილი, თემურ ყვითელაშვილი, დათო არჩვაძე, სოფო პაპუაშვილი, სოფო ბედია, მაგდა ნიკოლეიშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, გელა დონაძე და ანუკი ცქვიტინიძე, ელენე ფოჩხუა, ნინი შერმადინი. საზაიმოდ აინთო ქალაქის ნაძვის ხე.
საახალწლო ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის გასართობი, მხატვრული, მუსიკალური თუ საბავშვო პროგრამების ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა. მოეწყო ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა. წარმოდგენილი იყო საბავშვო სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა,
ღონისძიებები დღის ბოლოს საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.