
ახალი წლის დღეები იწყება!
25 დეკემბერს, 18:00 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, თავისუფლების ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსი და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით საახალწლო კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: რანინას ბავშვები, სოფო პაპუაშვილი, ლელუკა თელია, თეატრალური კვარტეტი, ანსამბლი „ალილო“, ჯგუფი რერო, დუეტი ჯორჯია, ბენდი გობლინები, წამყვანები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე.
საზეიმოდ აინთება მთავარი ნაძვის ხე!
საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრებს თოვლის ბაბუა დაასაჩუქრებს.
შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ჯადოსნური განწყობა!
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: