მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია ღვინის ფესტივალს დაესწრო. ფესტივალს სოფელ ტალერში „ტალერის ტერასებმა“ უმასპინძლა.
ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილწარმოშობისა და ენდემური ჯიშების ღვინოსთან ერთად დაეგემოვნებინათ ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული სოფლის მეურნეობის სხვადსხვა პროდუქტები. მოეწყო კულინარიული მასტერკლასები.
ფესტივალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტურისტები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: