მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის უშუს გუნდის (მწვრთნელი დათა წულაია) აღსაზრდელი ნიკა ბაღიშვილი, უშუ სანდას პირველი ლიგის პროფესიონალებში ჩემპიონი გახდა.
შეჯიბრი ქალაქ თბილისში ჩატარდა, სადაც ნიკა ბაღიშვილმა 56 კგ წონით კატეგორიაში ფინალურ ორთაბრძოლაში დაამარცხა სომეხი სპორტსმენი და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ნიკას მორიგ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.