27-28 მაისს საბერძნეთში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი აღმოსავლურ საბრძოლო ხელოვნებაში უშუ სანდაში.
ჩემპიონატზე მარტვილელმა მანუჩარ კვაშილავამ 65 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან სამ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და სამივე გამარჯვებით დაამთავრა.
აღსანიშნავია რომ მანუჩარ კვაშილავა მარტვილის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლის აღზრდილია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მანუჩარ კვაშილავას ევროპის ჩემპიონობას და წარმატებებს უსურვებს.