მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრუფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, მხატვრული კითხვის კონკურსის – “ჩვენ გვიყვარს მხარტვრული კითხვა” ფინარული ეტაპი გაიმართა.
კონკურსში მარტვილის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ფინალურ ეტაპზე 11 სკოლიდან 16 მოსწავლე გადავიდა. გამოვლინდა სამი გამარჯვებული. კონკურსის ყველა მონაწილეს სიგელები გადაეცათ. გამარჯვებულები წიგნებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.
კონკურსი მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის მსახიობის მათე სოსელიას ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.