შეხვედრა სენაკის ტექნოპარკის წარმომადგენლებთან

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, სენაკის ტექნოპარკის მენეჯერს, თამარ მალანიას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს სენაკის ტექნოპარკში დაგეგმილი პროექტების შესახებ. ხაზი გაესვა ამ პროექტებში მარტვილში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის როლს, რეგიონის ინოვაციური ეკოსისტემის მშენებლობის პროცესში.
ტექნოპარკის მიზანია დახმარება გაუწიოს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით; ახალგაზრდების ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესებად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content