9⃣ აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის ტრაგედია გაიხსენეს და გარდაცვლილთა სულებს პატივი მიაგეს მარტვილში.
🌷საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა კობა დარჯანიამ და ალექსანდრე გრიგალავამ, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გივი ელიავამ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად პატივი მიაგეს აზა ადამიას ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი, ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბიუსტები.
🌷🇬🇪1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულებს შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის იყო აზა ადამია. 22 წლის მარტვილელი სტუდენტი.
🇬🇪1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.