მარტვილის მუნიციპალიტეტის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, დავით აღამაშენებლის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა ადგილობრივი საჯარო სკოლების მოსწავლეებმა მიიღეს. მათ ისაუბრეს დავით მეფის მმართველობის ხანაზე.
კონფერენციას მარტვილის მერიის კულტურის, განათლების, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია თანამშრომლებთან ერთად დაესწრო.