საბჭოთა ოკუპაციიდან 104 წელი შესრულდა.
ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის № 1 საჯარო სკოლაში, ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მასპინძელ სკოლასთან ერთად მარტვილის № 2, ბალდის, ლეციცხვაიეს და სალხინოს საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენებზე ისაუბრეს. ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლემ მარი კვანტალიანმა და პირველი საჯარო სკოლის მოსწავლემ მერი ახვლედიანმა გააკეთეს პრეზენტაცია თემაზე „ქართველი ქალები“. ბალდის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარი შავდიამ ღონისძიების მსვლელობისას დახატა სიმბოლურად „ჩემი სამშობლოს ისტორია“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ლიტერატურული კომპოზიცია. წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი პაშა გულორდავა და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.