📖14 აპრილი დედა ენის დღეა. ეს თარიღი 1978 წლის მოვლენების აღსანიშნად დაწესდა. 47 წლის წინ საპროტესტო გამოსვლამ ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნა.
📚ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტში ლიტერატურული ღონისძიებები გაიმართა.
მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინტელექტუალური შემოქმედებით წრის ხელმძღვანელის მადლენა კვესელავასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის მოსწავლე – ახალგაზრობასთან კოორდინაციის მენეჯერ ოთარ კვესელავას ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებს შორის მხატვრული ნაწარმოების შექმნაში კონკურსი გაიმართა. ხოლო მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სააქტო დარბაზში, მუზეუმის გიორგი ჭყონდიდელის საგანმანათლებლო ცენტრის ორგანიზებით მოსწავლეები ერთმანეთს საუკეთესო კალიგრაფიის წარმოჩენაში შეეჯიბრნენ.
🖊️მხატვრული ნაწარმოების შექმნაში გამარჯვებულების ნაშრომები გაზეთში „მარტვილი“ გამოქვეყნდება, ხოლო საუკეთესო კალიგრაფის ავტორები დიპლომებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.