📖მარტვილში, დედა ენის დღესათან დაკავშირებით მარტვილის კულტურის სახლში, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობითა და ორგანიზებით, ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
📚მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული მხატვრული წრის მოსწავლეებმა მხატვრული კომპოზიციები წარმოადგინეს, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლმებმა ქართული ენის ისტორიასა და მისი შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
✅ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გივი ელიავა საჯარო მოხელეებთან და მოსწავლეებთან ერთად დაესწრო.