სპექტაკლ „ოქროს წიწილა“-ს პრემიერა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული „თოჯინების თეატრი“ მაყურებელის წინაშე მეხუთე თოჯინური სპექტაკლით „ოქროს წიწილა“ წარსდგა.
სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით 2022 წელს დაარსდა. სპექტაკლის რეჟისორი – ლევან გაბრიჭიძეა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content