მარტვილში სპექტაკლ „მკვეხარა ყვინჩილა“-ს პრემიერა გაიმართა

დღეს, მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრი მაყურებლის წინაშე მეორე თოჯინური სპექტაკლით „მკვეხარა ყვინჩილა“ წარსდგა.
სპექტაკლის პრემიერას მარტვილელ ბავშვებთან და მათ მშობლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მარტვილის მერმა თორნიკე ჯანაშიამ თოჯინების თეატრის ხელმძღვანელობას გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაარსდა. სპექტაკლის რეჟისორი – ლევან გაბრიჭიძეა. მონაწილეობდნენ: მათე სოსელია, მადინა თოდუა, მზია ოდიშარია, მადლენა კვესელავა, ირინა ჯანაშია, ირაკლი სურმავა, დოდო ბარამია.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content