🎭მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრის რიგით მე-5 სპექტაკლ „ოქროს წიწილა“ -ს პრემიერა გაიმართა.
🎭სპექტაკლს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და პატარა მაყურებლები ესწრებოდნენ.
👉რეჟისორი- ლევან გაბრიჭიძე
👉თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი-გოჩა სხულუხია
👉თოჯინების თეატრის მმართველი-ზურაბ ჯამბურია.
🎭თოჯინების თეატრი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით 2022 წელს დაარსდა და იგი ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მხარდაჭერით ხშირად ანებივრებს ადგილობრივ მაყურებელს ახალი სპექტაკლებით.