პოლიციელის დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გივი ელიავამ მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან მურმან წოწორიასთან ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს, ბანძის და დიდი ჭყონის განყოფილების, ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა, მადლობას გადაუხადა საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა საქმიანობაში.