მარტვილის მუნიციპალიტეტის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, პროექტ ,,ახალგაზრდები ცვლილებებისთვის ” ფარგლებში დასკვნითი შეხვედრა ,,ახალგაზრდული ფორუმი ” ჩატარდა.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია,საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის პრეზიდენტი ილია ფიფია ,ახალგაზრდობის სააგენტოს პროგრამების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ყარალაშვილი და მერიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების გაძლიერებისა და მათი წევრების კომპეტენციებისა და მოტივაციის ამაღლების გზით.
ინიციატივა ხორციელდება ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მიერ, პროექტის “საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები იდეიდან -ცვლილებამდე” ფარგლებში, ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: