“ჭყონდიდლობა”2025

25 სექტემბერს, მარტვილში ტრადიციულად წმინდა მეფის, დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და წმინდა მღვდელმთავრის, მწიგნობართუხუცესის გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღე – “ჭყონდიდლობა“ აღინიშნება.
„ჭყონდიდლობის“ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებების დაწყებამდე მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავამ, მარტვილს დამეგობრებული ქალაქის დელეგაციებს უმასპინძლა.
🌹 ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ინჯიამ, რომელიც ამავე დროს მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილს დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკეს და ჭყონდიდელის ძეგლთან გამართული ლიტერატურული კომპოზიცია მოისმინეს. შემდეგ კი ქალაქის ცენტრში მიმდინარე კულტურული და სპორტული ღონისძიებები დაათვალიერეს, ისინი ასევე იმყოფებოდნენ მარტვილის მონასტერში სადაც წირვას დაესწრნენ.
👉დღის მანძილზე, ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, ქალაქის ცენტრში არაერთ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებას დაესწრონ და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერონ.
🎶ჭყონდიდლობის აღნიშვნის ღონისძიება დღის ბოლოს, ჯგუფ “ურსას” კონცერტით დასრულდება.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
Skip to content