მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ნაჭყებია, საკრებულოს თავმჯდომარესთან ელდარ თოდუასთან და მერის მოადგილესთან ნანა ბირკაიასთან ერთად სხვადასხვა უწყებებს ესტუმრა და ახალი წელი მიულოცა.
მერი იმ დაწესებულებებში იმყოფებოდა, სადაც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ ადამიანის ჯანმრთელობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე.
ხელისუფლების წარმომადგენლები საპატრულო პოლიციაში, სახანძრო-სამაშველო სამსახურში, საავადმყოფოში, სასწრაფო დახმარების ცენტრში, დაცვის პოლიციაში, გაზმომარაგების კომპანიაში იმყოფებოდნენ. მერმა მათ მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის, საახალწლო ნობათი გადასცა და წარმატებული წელიწადი უსურვა.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: