25 მაისს 12 საათზე, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა მორიგი ბიუროს სხდომა. ბიურომ დაამტკიცა , საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი, რომელიც გაიმართება 1 ივნისს. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები :
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა საშტატო ნუსხის, თანამდებობების რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე;
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების და თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის თაობაზე ;
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/
3. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური (პირველი კვარტალი) მიმოხილვა.
/მომხსენებელი-საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია/