ქალაქ მარტვილში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა არაერთი სპორტული თუ კულტურული ღონისძიება. დილიდან მიმდინარეობდა შეჯიბრი ლელო ბურში , სადაც ერთმანეთს ადგილობრივი სკოლის მოსწავლეები შეეჯიბრნენ. ასევე გაიმართა სხვა სპორტული შეჯიბრებები . მათ შორის ფეხბურთში, ჭიდაობაში , კრივში, ჭადრაკში, მძლეოსნობაში და სხვა . გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდნენ თასებითა და სიგელებით. აღნიშნულ ღონისძიებებს დაესწრნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე მოსულ საზოგადოებას , შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ნამუშევართა გამოფენა და მარტვილის საჯარო ბიბლიოთეკის დარბაზში, 26 მაისის მოვლენების ამსახველი ფოტომასალის გამოფენ. სპორტული ღონისძიებების შემდეგ საზოგადოებამ გადაინაცვლა მარტვილის, ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში, სადაც გაიმართა საზეიმო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით. კონცერტმა დიდი მოწონება დაიმსახურა მაყურებელთა მხრიდან. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დასრულდა სპექტაკლით, “დარაბებს მიღმა გაზაფხულია”, რომელიც წარმოადგინა მარტვილის მოზარდ მაყურებელთა დასმა