17 ივლისს მარტვილის მუმიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში, გაიმართა შეხვედრა არასამეწარმეო იურიდული პირთან – „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევით ინსტიტუტთან“. შეხვედრას ესწრებოდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები-გიორგი გოროზია და დავით სილაგავა, და სხვა თანამშრომლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
აღნიშნული ორგანიზაცია ახორციელებს პროექტს – „საბიუჯეტო პროცესების მონიტორინგი ადგილობრივი თვითმმართველობის გამჭვირვალობისათვის“. პროექტი ითვალისწინებს თვითმმართველობის გამჭვირვალობის ეფექტიანობის ხელშეწყობას. კერძოდ დასავლეთ საქართველოში, სამტრედიისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში, საფინანსო-საბიუჯეტო საკითხების მონიტორინგის განხორციელებას აღნიშნულ მუნიციპალიტეტში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამოცდილების გაზიარებისა და მათთან პარტნიორობის გზით.
ორგანიზაციის მხრიდან, შეხვედრაზე წამოჭრილ იქნა ის პრობლემები რაც რაიონში გამოიკვეთა. შეხვედრა სარეკომენდაციო ხასიათის იყო, იგი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.