7 აგვისტოს, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია. სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1.მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ;
/მომხსენებელი- ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
2. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი- ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
3. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის N20 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ შესახებ.
/მომხსენებელი- ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
4. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
5. „მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 25 დეკემბრის N46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
6. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
7. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ლიკვიდაციის შემდგომ მის ბალანსზე რიცხული, ამჟამად შს სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემული (უსასყიდლო უზუფრუქტი და თხოვება) უძრავი (მიწა,შენობა-ნაგებობები ს/კ N41.09.03.167) და მოძრავი (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
8. ქ.მარტვილში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე შორენა გაბისონიას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისათვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
/მომხსენებელი-ალექსი გაბისონია, საკრებულოს თავმჯდომარე/
საკრებულომ აღნიშნულ საკითხებზე მიიღო შესაბამისი დადგენილებები და განკარგულებები.