5 აგვისტოს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა ბიუროს სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია. ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს სხდომის დღის წესრიგი, რომელიც გაიმართება პარასკევს, 7 აგვისტოს 12:00 საათზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო შემდეგი საკითხები:
1. მარტვილის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
2. მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსის 1961, 197-ე და 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისათვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტაციულ სამართალდარღვევთა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის და სააღსრულებო ფურცლის ფორმების დამტკიცების თაობაზე;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
3. ქ.მარტვილში, თავისუფლების ქუჩაზე მდებარე შორენა გაბისონიას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებისათვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
4. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ლიკვიდაციის შემდგომ მის ბალანსზე რიცხული, ამჟამად შს სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დროებით სარგებლობაში გადაცემული (უსასყიდლო უზუფრუქტი და თხოვება) უძრავი (მიწა,შენობა-ნაგებობები ს/კ N41.09.03.167) და მოძრავი (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სხვა) ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
5. მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ.
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
6. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 ივლისის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
7. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 ივლისის N20 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
8. ,,მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 3 სექტემბრის N18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/
9. ქ. მარტვილში, თავისუფლებისა და პრესის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე (ობიექტს) სს ,,ლაზიკა კაპიტალი“-სთვის ნუმერაციის მინიჭების შესახებ;
/მომხსენებელი-ვარლამ ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე/