მარტვილის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაიხსენეს. მარტვილის საკათედრო ტაძარში, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღევლინა, მოგვიანებით კი, 8 აგვისტოს ომში გმირულად დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას მარტვილელი მებრძლოებიც შეეწირნენ. ესენი იყვნენ: მაიორი გელა ჭედია, სერჟანტი პაატა კოპალიანი, კაპრალი გიზო წულაია და ლეიტენანტი ბესიკ ხულორდავა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ, დეპუტატებმა, რწმუნებულებმა, გამგეობის, საკრებულოს და სხვა სამსახურების თანამშრომლებმა, პატივი მიაეგს 8 აგვისტოს, გმირულად დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს გარდაცვლილთა საფლავები.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ, დაღუპული გმირების ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.