დევიზ დარჯანიას თასის გათამაშება მარტვილში

გრძელდება  „დევიზ დარჯანიას“ სახელობის თასის გათამაშება ფეხბურთში მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, რომელმაც სტარტი 20 ივლისს აიღო  და 20 აგვისტოს, დიდი ჭყონის ბერმუხას სტადიონზე დასრულდება. აღნიშნულ გათამაშებაში  21 მუნიციპალიტეტის გუნდი ჩაერთო და იგი თანდათან ფინალს უახლოვდება.   10 აგვისტოს გაიმართა მორიგი შეხვედრა.   სოფ. სერგიეთის გუნდმა  ზედა ნაგვაზაოს გუნდს უმასპინძლა.  თამაში საკმაოდ დაძაბული გამოდგა და სერგიეთის დამაჯერებელი გამარჯვებით,  4-1 დასრულდა. შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, გამგებლის მოადგილე დავით სილაგავა, დეპუტატები ლევან სურმავა და ზურაბ მელიავა ესწრებოდნენ.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content